პარიზის პროკურატურა ტაძარში გაჩენილ ხანძარს დივერსიას არ უკავშირებს

პარიზის პროკურატურა ღვთისმშობლის ხანძარში გაჩენილ ხანძარს დივერსიას არ უკავშირებს. როგორც ქვეყნის პროკურორმა რემი ეიტზმა France 24-ის ეთერში განაცხადა, შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს.

“ხანძრის მთავარი ვერსია უბედური შემთხვევაა”, – განაცხადა პროკურორმა.

მან დასძინა, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად 50 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი მუშაობს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 15 აპრილს გაჩნდა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აალება სარესტავრაციო სამუშაოების დროს მოხდა. ხანძრის შედეგად განადგურებულია ტაძრის სახურავის 2/3 ნაწილი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლებიამბობენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიქვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

“აიპრესი”გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, თუ როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...