A1 ბანერი

პარიზის პოლიციამ ელისეის მინდვრები შუშის ბარიკადებით მთლიანად გადაკეტა

პარიზის პოლიციამ მთლიანად გადაკეტა ელისეის მინდვრები შუშის ბარიკადებით, რათა მოძრაობა „ყვითელი ჟილეტებისთვის“, რომელიც შეთანხმების მოედნისკენ მიიწევს, ხელი შეეშალა.

ბარიკადები დამონტაჟებულიია რონ-პუენის მოედანზე, ელისეის მინდვრების ქვედა ნაწილში. ამავე ზონაში დგას საფრანგეთის ჟანდარმერიის რამდენიმე ბრონირებული მანქანა, ხოლო მთლიანობაში დღეს 14 ბრონირებული ავტომობილია ქალაქში გამოყვანილი. ზოგიერთ მათგანზე დამონტაჟებულია ბარიკადების ლიკვიდაციისთვის განკუთვნილი საბულდოზერო დანები, ხოლო ყველა მათგანი აღჭურვილია ცრემლსადენი გაზის გავრცელებისთვის საჭირო მოწყობილობით.

ამ მომენტისათვის „ყვითელი ჟილეტების“ მონაწილეები ბერსის რაიონში იწყებს შეკრებას, რომელის პარიზის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ეკონომიკისა და ფინანსტა სამინისტროს სენობის მიმდებარე ტერიტორიასთან. სწორედ იქ უნდა გაიმარრთოს დღის განმავლობაში მიტინგი, ხოლო მერე მომიტინგეები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აპირებენ გადანაცვლებას.

წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, პარიზში მობილიზებულია 5 ათასი პოლიციელი და ჟანდარმი. ქალაქში შექმნილია ორი მსხვილი ზონა, სადაც სრულად აკრძალულია ავტომობილით გადაადგილება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...