პარიზის გრან სლემზე ტატო გრიგალაშვილი ოქროს, ხოლო ლუკა მაისურაძე და ონისე სანებლიძე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ (ვიდეო)

პარიზის გრან სლემზე დღეს ტატამზე 81-90-100 და +100 კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები გამოდიან

81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მონღოლ მურენცენ ბატულგას ვაზარით სძლია, მასპინძელ ტიზი გნამიენ ვაზარის საპასუხოდ ორი ვაზარი აუღო, ნახევარფინალში იაპონელ სოტარუ ფუჯივარას მოუგო ვაზარით და ფინალში გავიდა.

ოქროს მედლისთვის ტატო გრიგალაშვილი იაპონელ ტაკეში სასაკის შეხვდება.

90 კგ წონაში ლუკა მაისურაძემ დავიდ ოგანესიანთან ოქროს დროში იპონით გამარჯვების შემდეგ იაპონელ კენტა ნაგასავასთან უილეთო შეხვედრა ოქროს დროში მესამე შიდოთი წააგო, რეპეშაჟის პირველ შეხვედრაში კი ავსტრიელ ვახიდ ბორჩაშვილს სძლია ვაზარით და ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ ალექსის მატესთნ იჭიდავებს.

100 კგ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძემ ფრანგ ხამზატ საპარბაევს მესამე წუთის მიწურულს გაშვებულ ვაზარზე 26 წამში იპონით უპასუხა, შემდეგ კი პორტუგალიელ ეშლი გონსალესთან ოქროს დროში იპონით დამარცხდა. რეპეშაჟის პირველი შეხვედრა ონისე სანებლიძემ ფრანგ კლემან დელვერს მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის ხორვატ ზლატკო კუმრიჩთან იჭიდავებს

კომენტარები
იტვირთება...