პარიზის გრან სლემზე ონისე სანებლიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (ვიდეო)

პარიზის გრან სლემზე დასრულდა ასპარეობა 100 კგ წონით კატეგორიაში

პარიზის გრან სლემის 100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს ონისე სანებლიძე და ხორვატი ზლატკო კუმრიცი შეხვდნენ ერთმანეთს.

ონისე სანებლიძემ დაამარცხა მეტოქე და პარიზის გრან სლემის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

ამრიგად, პარიზის გრან სლემის მონაწილე 5 ქართველი ძიუდოისტიდან ხუთმა მედალი მოიპოვა:

ვერცხლი – 81 კგ ტატო გრიგალაშვილი
ბრინჯაო – 57 კგ ეთერ ლიპარტელიანი
ბრინჯაო – 90 კგ ლუკა მაისურაძე
ბრინჯაო –  100 კგ ონისე სანებლიძე

73 კგ წონითი კატეგორიის განაცხადში მყოფი ვაჟა მარგველშვილი ტატამზე საჭიდაოდ არ გასულა. არაოფიციალური ინფორმაციით ამის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.

კომენტარები
იტვირთება...