პარიზის გრან სლემზე ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (ვიდეო)

პარიზის გრან სლემზე დასრულდა ასპარეზობა 90 კგ წონით კატეგორიაში

პარიზის გრან სლემზე 90 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ლუკა მაისურაძე ფრანგ ალექსის მატეს ხვდებოდა.

შეხვედრის მესამე წუთის მიწურულს ლუკა მაისურაძემ მეტოქე შებოჭა და გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის გრან სლემზე გუშინ ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, დღეს კი 81 კგ წონაში ტატო გრიგალაშვილი გახდა ვერცხლის მედლის მფლობელი.  მალე ტატამზე გამოვა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს 100 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტი ონისე სანებლიძე

კომენტარები
იტვირთება...