პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მთავარი კათედრალი და ყველა შედევრი გადარჩა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მთავარი კათედრალი და ყველა შედევრი გადარჩა.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, დღეს დილით ტაძრის დათვალიერების შემდეგ გაირკვა, რომ გადარჩა ყველა შედევრი და რელიქვია. ასევე, უვნებელია გარე ფასადი, კარიბჭე და ტაძარში დაცული უნიკალური ქანდაკებები.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია. პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს.

ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიქვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

“აიპრესი” გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, თუ როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის ჩაქრობის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...