პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შემდეგ, პირველი ლიტურგია აღევლინება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შემდეგ, პირველი ლიტურგია აღევლინება. ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

მესას პარიზის არქიეპისკოპოსი, მიშელ ოპეტი აღავლენს. საზეიმო ღონისძიება სამლოცველოში ჩატარდება. უსაფრთხოების მიზნით, წირვა-ლოცვას მხოლოდ 20-მდე ადამიანი დაესწრება.
ლიტურგიას პირდაპირ ეთერში საფრანგეთის სატელევიზიო არხები გადასცემენ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 15 აპრილს გაჩნდა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აალება სარესტავრაციო სამუშაოების დროს მოხდა. ხანძრის შედეგად ტაძრის სახურავის 2/3 ნაწილი განადგურდა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლების განცხადებით, ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია. ოფიციალური მონაცემებით, ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიქვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად