A1 ბანერი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარმა 2 ზარის კოშკი და ცენტრალური შპილი გაანადგურა (ფოტორეპორტაჟი)

ტაძარი, რომელსაც წელიწადში 14 მილიონამდე მნახველი ყავს, რამდენიმე საათში დაიწვა. ფრანგი მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ფრანგ. Notre Dame de Paris), აგრეთვე ცნობილი როგორც ნოტრ-დამი — გოტიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი შესასვლელით დასავლეთიდან. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია (პარიზის ეპარქიის).

პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლებოდა, თუმცა ამ წუთებში ასე გამოიყურება, რადგან, რამდენიმე საათის წინ გაჩენილმა ხანძარმა მთლიანად გაანადგურდა ტაძრის ზედა ნაწილი, მათ შორის ორი ზარის კოშკი და ცენტრალური შპილი(წვეტი) გაანადგურა.

ტაძრის საიტზე განთავსებული ინფორმაციით, ხანძრი დაახლებით 18:15 და 19:00 საათს შორის გაჩნდა რა დროსაც ტაძარში  მესა მიმდინარეობდა.

ხანძრის გამომწვევის მიზეზების შესახებ დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ. ვარაუდობენ, რომ ხანძარი მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...