პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი კვლავ განადგურების საფრთხის წინაშეა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, ქვის თაღები ნაწილობრივ ჩამოინგრა. როგორც გამოცემა Le Figaro წერს, ამის შესახებ საფრანგეთის კულტურის სამინისტროში აცხადებენ.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ძლიერი სიცხის გამო, თაღებიდან რამდენიმე ქვა ჩამოვარდა. შენობა კვლავ განადგურების საფრთხის წინაშეა.

ნოტრ-დამის აღდგენაზე მუშაობა 25 ივლისს ტერიტორიის შესაძლო დაბინძურების გამო დროებით შეჩერდა.

14 აგვისტოს, პარიზში, მასშტაბური ხანძრის გაჩენის შემდეგ, ღვთისმშობლის ტაძრის ტყვიისგან გაწმენდის სამუშაოები დაიწყო. ტაძრის დასუფთავებისთვის მინიმუმ 10 დღე გამოიყო, რის გამოც ნოტრ-დამის მიმდებარე ტერიტორია დაიკეტა. აღსანიშნავია, რომ ეს ტაძრის ტყვიისგან გაწმენდის მეორე მცდელობაა.

ამასთან დაკავშირებით, უახლოესმა სადგურებმა მუშაობა დროებით შეაჩერა, ავტობუსები სხვა ადგილზე გაგზავნეს.

ტერიტორიის და ტაძრის გაწმენდისთვის მაღალი წნევის წყლის შლანგს, ასევე ქიმიურ სარეცხ საშუალებებს ან გელებს გამოიყენებენ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 15 აპრილს გაჩნდა. აალება სარესტავრაციო სამუშაოების დროს მოხდა. ხანძრის შედეგად ტაძრის სახურავის 2/3 ნაწილი განადგურდა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლების განცხადებით, ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია. ოფიციალური მონაცემებით, ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიქვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...