A1 ბანერი

როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შედეგად (ფოტორეპორტაჟი)

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ფრანგ. Notre Dame de Paris), აგრეთვე ცნობილი როგორც ნოტრ-დამი — გოტიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი შესასვლელით დასავლეთიდან. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია (პარიზის ეპარქიის).

პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლებოდა, თუმცა ამ წუთებში ასე გამოიყურება, რადგან, რამდენიმე საათის წინ გაჩენილმა ხანძარმა მთლიანად გაანადგურდა ტაძრის სახურავი.

ხანძრის გამომწვევის მიზეზების შესახებ დაზუსტებით ვერაფერს ამბობენ. ვარაუდობენ, რომ ხანძარი მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.  ადგილზე ასობით მეხანძრე მაშველი მუშაობს. მეხანძრე-მაშველებმა ჯერ-ჯერობით ვერ შეძლეს ხანძრის ლოკალიზაცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...