სენდვიჩის გვიან მიტანის გამო კლიენტმა მიმტანი მოკლა

პარიზის გარეუბანში მიმტანი კლიენტმა არასაკმარისად სწრაფი მომსახურების გამო მოკლა. შემთხვევა პარასკევს, საღამოს 21 საათზე, პარიზის აღმოსავლეთ გარეუბანში მოხდა.

კლიენტმა ჩათვალა, რომ მისი მიერ შეკვეთილი სენდვიჩის მომზადება არასაკმარისად სწრაფად ხდებოდა და ამის გამო მან ოფიციანტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის მცდელობა გადაერჩინა მხარში დაჭრილი 28 წლის ოფიციანტი, ამაო გამოდგა. იგი
საავადმყოფოში გადაყვანამდე, ადგილზე გარდაიცვალა.

ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილიდან დაუყოვნებლივ მიიმალა და ამ დრომდე მისი ძებნა მიმდინარეობს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...