პარიზის დისნეილენდი მუშაობას 2 აპრილამდე არ განაახლებს

პარიზის დისნეილენდმა ევროპაში სანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამო მუშაობის განახლება 2 აპრილამდე გადადო. ამის შესახებ ნათქვამია პარკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

“ევროპაში არსებული ვითარების გამო, პარიზის დისნეილენდი 13 თებერვალს აღარ გაიხსნება, როგორც ეს თავიდან იყო დაგეგმილი. თუ პირობები საშუალებას მოგვცემს, ჩვენ დისნეილენდს 2021 წლის 2 აპრილს გავხსნით. მადლობას გიხდით ამ რთულ პერიოდში მუდმივი ერთგულებისა და ურთიერთგაგებისთვის”, – აცხადებს პარკის დირექტორი.

ხელისუფლების უახლესი მონაცემების თანახმად, საფრანგეთში ეპიდემიის დასაწყისიდან მოყოლებული, გამოვლენილია კორონავირუსული ინფექციის 2 910 989 შემთხვევა. დღეისათვის ქვეყანაში ყოველ დღე დაახლოებით 20 ათასი შემთხვევა ფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად