პარიზის აეროპორტები ტექნიკური გაუმართაობის გამო ნახევარი საათი არ მუშაობდა

პარიზის აეროპორტებიდან გამგზავრება ხუთშაბათს შუადღემდე ელექტრონული გაუმართაობის გამო შეჩერდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Local France საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფრენები შარლ-დე-გოლისა და ორლის აეროპორტებიდან ნახევარი საათის განმავლობაში გამგზავრება შეჩერდა. ტექნიკური ხარვეზი ფრენის გეგმის დამუშავების სისტემას შეეხო.

საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურში განაცხადეს, რომ გამგზავრებების თანდათანობითი განახლების მიუხედავად, სავარაუდოდ, ხარვეზების დამატებითი შედეგები მომავალში კიდევ წარმოიქმნება.

კომენტარები
იტვირთება...