პარიზი, რესპუბლიკის მოედანი ამ წუთებში

პარიზში ელისეს სასახლეში 40 ქვეყნის ლიდერი მივიდა. მათ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დახვდა.

პარიზში 7-9 იანვარს მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად და ფრანგი ხალხისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად, საფრანგეთის დედაქალაქს ეწვივნენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მეთაურები: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელი მარიანო რახოი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ანტონის სამარასი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი ახმედ დავითოღლუ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ევა კოპაჩი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ, ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და სხვები. ასევე, პარიზში იმყოფებიან-ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი. ლიდერებს შორის ასევე გახლავთ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ”ერთიანობის მარშზე” საქართველოს ელჩთან საფრანგეთში, ეკა სირაძე-დელონესთან ერთად მივიდა.

ამ წუთებში პარიზში ასი ათასობით მხარდამჭერია შეკრებილი.

 

მსვლელობა პარიზის დროით 15:00 საათზე დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად