პარიზი – ერთი დღე მანქანების გარეშე

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, 27 სექტემბერს ქუჩები დაიკეტება ყველა ავტომობილისათვის 1 დღით,-აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო პორტალი Mashable წერს. დღე, რომელსაც "დღე მანქანების გარეშე" დაერქვა, პარიზული არასამთავრობო ჯგუფ "Paris Sans Voiture"-ის მიერ იქნა ორგანიზებული. ჯგუფს უნდა, რომ ეს დღე ყოველწლიურად მოეწყოს. "დღე მანქანების გარეშე"-ს პროექტის განხორციელების უფლება, პარიზის მერმა, ჯგუფს მარტში დართო.

"ამ პროექტის წყალობით, პარიზი ერთი დღით სულ სხვა ქალაქად იქცევა. მოქალაქეებსა და ტურისტებს შეეძლებათ დატკბნენ პარიზით, ოღონდაც ყოველგვარი ხმაურის, დაბინძურებისა და მსგავსი სტრესების გარეშე",-განაცხადა მერმა.

კიდევ ერთი დიდი ქალაქი, რომელმაც მსგავსი აქტივობისაკენ გადადგა ნაბიჯი და ქალაქის გაწმენდა გადაწვიტა – ლოს-ანჯელესია. წელს, ქალაქი მეთოთხმეტე "CicLAvia"-ს მასპინძლობს, რომელიც ქალაქს აგრეთვე 1 დღით გაათავისუფლებს ავტომობილებისა და გამონაბოლქვით დაბინძურებისაგან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად