„პარი სენ-ჟერმენსა” და „ისტანბულ ბაშაკშეჰირს” შორის მატჩი გვერდითი მსაჯის მიერ გამოყენებული რასისტული ტერმინის გამო შეწყდა (ვიდეო)

პარიზში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა” და „ისტანბულ ბაშაკშეჰირს” შორის შეხვედრის დაწყებიდან 13 წუთის შემდეგ შეწყდა.

ირველი ტაიმის მე-13 წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა, რუმინელმა ოვიდიუ ჰაცეგანმა „ისტანბულ ბაშაკშეჰირის” მწვრთნელის თანაშემწე პიერ ვებოს წითელი ბარათი მეოთხე არბიტრთან, რუმინელ სებასტიან კოტლესკუსთან თათბირის შემდეგ უჩვენა.

ვებომ გაძევებისთანავე განაცხადა, რომ კოტლესკუმ ის შეურაცხყო და მისი საპასუხო ნერვული რეაქცია, რასაც საბოლოო ჯამში მინდვრიდან გაძევება მოჰყვა, ამით იყო გამოწვეული. „ისტანბულ ბაშაკშეჰირის” სათადარიგოთა შორის მყოფი „ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელის დემბა ბას განრისხებას მსაჯის მიერ გამოყენებული სიტყვა „შავი კაცის” გამო საბოლოოდ მთელმა გუნდმა, შემდეგ კი “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელებმაც აუბეს მხარი და თამაში შეწყდა.

გავრცელებული ინფორმაციით, „ისტანბულ ბაშაკშეჰირის” ფეხბურთელები მატჩს იმ შემთხვევაში გააგრძელებენ, თუ რუმინელი სებასტიან კოტლესკუ არბიტრთა შორის აღარ იქნება.

მატჩის შეწყვეტიდან მცირე ხნის შემდეგ უეფას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუნდებთან კონსულტაციის შემდეგ შეხვედრა განახლდება და მეოთხე არბიტრი ჩანაცვლდება.

„უეფა დაწვრილებით შეისწავლის ამ საკითხს და შესაბამის დროს გააკეთებს მომდევნო განცხადებას, – ნათქვამია უეფას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად