პარასკევს, უეფა, ჩემპიონთა ლიგიდან „რეალის”, „ჩელსის” და მანჩესტერ სიტის” მოკვეთის შესახებ იმსჯელებს

ამის შესახებ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა, დანიელმა იესპერ მიოლერმა განაცხადა

„რეალი”, „ჩელსი” და „მანჩესტერ სიტი” მოიკვეთებიან უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებიდან, სადაც ისინი ნახევარფინალში გავიდნენ. გადაწყვეტილებას ამის შესახებ ევროპის ფეხბურთის ხელმძღვანელობა პარასკევს მიიღებს, – განაცხადა იესპერ მიოლერმა, დანიის საფეხბურთო ასოციიაციის პრეზიდენტმა და უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა.

„სამივე კლუბი უნდა მოიხსნას და მე ველოდები, რომ ეს პარასკევს მოხდება. შემდეგ ჩვენ გადავწყვეტთ, როგორ დავასრულოთ ჩემპიონთა ლიგა”, – თქვა მიოლერმა.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა პარასკევს გაიმართება.

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინი აგრეთვე უჭერს მხარს კლუბების გარიცხვას. „ჩვენ ჯერ კიდერვ ვთათბირობთ იურისტებთან, როგორი ნაბიჯები გადავდგათ, ყველა ხელმისაწვდომ სასჯელს გამოვიყენებთ”, – განაცხადა ჩეფერინმა და დაამატა: „მე ვთვლი, რომ კლუბები და მისი ფეხბურთელები ჩვენი შეჯებრებებიდან რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაირიცხონ”.

ინგლისის ესპანეთის და იტალიის 12-მა საკლუბო გუნდმა ევროპის სუპერლიგის დაფუძნების შესახებ განაცხადა. უეფას და ფიფას ხელმძღვანელობამ, ფეხბურთის გულშემატკივართა დიდი ნაწილმა, ყოფილმა ცნობილმა ფეხბურთელებმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, „საფეხბურთუ კლუბებმა „პარი სენ-ჟერმენმა”, „ბაიერნმა”, დორტმუნდის, „ბორუსიამ”, „პორტუმ” და სხვებმა ღიად დააფიქსირეს თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება ევროპის სუპერლიგის დაფუძნებაზე.

ინგლისის, ესპანეთის და იტალიის საფეხბურთო ასოციაციებმა უეფასთან ერთად გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ევროლიგაში მონაწილე კლუბებს და ფეხბურთელებს ნაციონალ ჩემპიონატებში მონაწილეობა აეკრძალებათ. გარდა ამისა, კლუბების მოთამაშეები ვერ შეძლებენ ეროვნული ნაკრების ეგიდით თამაშს.

იტალიის „ატალანტამ” და სერიას A-ს კიდევ რამდენიმე კლუბმა იტალიის ჩემპიონატიდან ევროლიგის დამფუძნებელი სამივე იტალიური კლუბის მოხსნა მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...