89 ხმით 2-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობას.
კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის პლენარულ დარბაზში სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა.
საქართველოს მთავრობის შემადგენლობა ასე გამოიყურება:
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;
შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი 18 თებერვალს დაასახელა.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდეც იკავებდა.