პარაგვაის სასამართლომ რონალდინიო შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა

პარაგვაის მოსამართლემ გუსტავო ამარილამ განაჩენი გამოიტანა ბრაზილიის ყოფილი ფეხბურთელის რონალდინიოსა და მისი ძმის შინაპატიმრობასთან დაკავშირებით.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, რონალდინიოს და მის ძმას ახლა უკვე შეუძლიათ ბრაზილიაში დაბრუნება. რობერტ დე ასისს მიესაჯა ორწლიანი გამოსაცდელი ვადა. შეჩერებული სასჯელის გარდა, ორივეს მიესაჯა ერთობლივი ჯარიმა 200 000 აშშ დოლარის ოდენობით.

რონალდინიო და მისი ძმა დააკავეს 4 მარტს ასუნსიონში, ყალბი პასპორტებით პარაგვაიში ჩასვლის შემდეგ. მათი სასტუმრო ნომრების ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს ყალბი პასპორტები. შემდეგ სასამართლომ ცნობილი პირები იზოლატორში დატოვა იმის შიშით, რომ არ გაქცეულიყვნენ ქვეყნიდან. ისინი აპრილის დასაწყისში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და მას შემდეგ ასუნსიონის სასტუმროში შინაპატიმრობაში იყვნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად