პაპუაშვილი: სკოლაც მოვიარე, ბიჭობაც, მაგრამ 54 წლის ასაკში ასეთ გაუგონარ სიტუაციაში ვვარდები ხოლმე

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ერთმანეთს ირმა ინაშვილისა და ნიკა მელიას სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურშიც გადაიზარდა და მასში რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის ზაზა პაპუაშვილიც მონაწილეობდა.

“არასოდეს მე არ ვემზადები ასეთი მომენტისთვის, ეს უცებ გამოხტება ხოლმე. დღეს ბიუჯეტის განხილვა იყო და საერთოდაც არ მოველოდებოდი თუ ასე წარიმართებოდა პროცესი. ჯერ არ დადიან პარლამენტში ეს ბოლშევიკები და თუ დადიან, იმისთვის რომ ასეთი დებოში ატეხონ. რომ შეგრცხვება ადამიანს, მაგრამ სამწუხაროდ გაგიძვრება, როცა შენ აღმოჩნდები იმ მდგომარეობაში რომ ვეღარ შეიკავებ თავს და აღმოჩნდები ამ პათოლოგიური, აღვირახსნილობის წინაშე. ასეთ რამეს მე არასოდეს არ ვგეგმავ. სკოლაც მოვიარე, ბავშვობაც, ბიჭობაც, მაგრამ 54 წლის ასაკში ასეთ გაუგონარ სიტუაციაში ვარდები ხოლმე. არ ვიცი, თითქოს სხვა გზები არ რჩება ხოლმე”, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად