პაპუაშვილი: პრესტიჟის საქმეა, “საკონსტიტუციოს” კანონზე საქმე მოკლე ვადაში განიხილონ

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის შეფასებით, საკონსიტუციოს ახალი შემადგენლობისთვის პრესტიჟის საქმეა, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე“ საქმე მოკლე ვადაში განიხილონ.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა სასამართლოს ფუნქციონირება გაართულა. 

„პლენუმის განახლებულ შემადგენლობას, მოუწევს, როგორც „რუსთავი 2“- ის, ისე სხვა საქმეებზე… დარჩენილია რამდენიმე საქმე, გამოვყოფდი ერთ საქმეს, რაც ვფიქრობ, სასამართლოს პრესტიჟის საქმე იყო. „საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ საკანონმდებლო ცვლილება გასაჩივრებულია სასამართლოში. მე როგორც მომხსენებელ მოსამართლეს იმედი მქონდა, ამ საკითხთან დაკავშირებით შეჯერება მოხდებოდა, მაგრამ ვერ მოესწრო. პრესტიჟის საქმეა, ახალი შემადგენლობისთვის, რომ ეს საქმე რაც შეიძლება მოკლე, გონივრულ ვადებში იქნას განხილული“, – განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად