პაპუაშვილი ISFED- ის განცხადებაზე: 7 თვიანი უსაგნო ჯანჯღარიდან რამე მაინც ვისწავლოთ, შევეშვათ „განცდებს“, „აღქმებს“, „შთაბეჭდილებებს“

„სამწუხაროა, რომ “სამართლიანი არჩევნები” ნაცვლად იმისა, რომ არჩევნებიდან შვიდი თვის თავზე მაინც გამოაქვეყნოს იმ უბნების სია, სადაც პარალელური დათვლა ჩაატარა და თავი არ აარიდოს ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს, აქვეყნებს “განცდებზე” დაფუძნებულ დასკვნას და ამით აჩენს განცდას, რომ მას, დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ორგანოზე ზეწოლა და მისი დისკრედიტაცია სურს“.

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„სამწუხაროა, რომ “სამართლიანი არჩევნები” ნაცვლად იმისა, რომ არჩევნებიდან შვიდი თვის თავზე მაინც გამოაქვეყნოს იმ უბნების სია, სადაც პარალელური დათვლა ჩაატარა და თავი არ აარიდოს ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს, აქვეყნებს “განცდებზე” დაფუძნებულ დასკვნას და ამით “აჩენს განცდას, რომ” მას, დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ორგანოზე ზეწოლა და მისი დისკრედიტაცია სურს. მოდით რა, ამ შვიდთვიანი უსაგნო ჯანჯღარიდან რამე მაინც ვისწავლოთ, შევეშვათ “განცდებს”, “აღქმებს”, “შთაბეჭდილებებს” და ვისაუბროთ ფაქტებით და მტკიცებულებებით“, –  წერს შალვა პაპუაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს ნაჩქარევად აფასებს და აცხადებს, რომ ამას მოწმობს 5-მარტიდან 14 მაისის პერიოდში რეგლამენტში ორჯერ განხორციელებული ცვლილება და ახლად შექმნილი დეპარტამენტების მოკლე ვადაში კვლავ რეფორმირება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...