პაპუაშვილი ბოკერიასთან დაპირისპირებებზე: ქვებს არ ვისვრი, ნორმალური ადამიანი მგონია ჩემი თავი

” იმ დღეს როგორც მოიქცა ჩემი რეაქცია ადკევატური იყო”,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ზაზა პაპუაშვილმა 11 ივნისს პარლამენტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიასთან დაპირისპირების შესახებ საუბრისას განაცხადა.

“მე არავინ არ მაბრაზებს. ეს ასე არ არის. უბრალოდ, ვფიქრობ ქვებს არ ვისვრი, ნორმალური ადამიანი მგონია ჩემი თავი. ადეკვატუარად შემიძლია მოვლენების შეფასება. დღის განმავლობაში სულ ერთა ხასიათზე არ ვარ. ბევრჯერ მეცვლება ხასიათი, სიფიცხე ჭარბობს. შემიძლია გამოვიდე მდგომარეობიდან. არანაირი ბოღმა, მძაფრიც შეიძლება ვიყო ზედმეტად. ბოღმის ჩადება და ჩაბუჟბუჟება არ ვიცი. გაბრაზება მალე გამდის. იმ დღეს როგორც მოიქცა ჩემი რეაქცია ადკევატური იყო.

ცნობისთვის, 11 ივნისს პარლამენტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას და „ქართული ოცნების“ წევრის გია ვოლსკის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დარბაზიდან ბოკერიას გაძევება მოითხოვა დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან” ზაზა პაპუაშვილმა. მან კოლეგების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა გიგა ბოკერია, რომელმაც პარლამენტის რამდენიმე წევრი მოიხსენია ყველაზე დანაშაულებრივი კომუნისტური რეჟიმის “ცეკას მდივნად” და “პარტკომად.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად