პაპავა: ქალი დეპუტატის მიმართ ასეთი შეურაცხყოფა არც კაცობაში ჯდება და არც ადამიანობაში!

წარმოუდგენელია ის შეურაცხყობა, რაც ისმის ქალბატონი დეპუტატის მისამართით”,- ამის შესახებ, აკადემიკოსმა, ლადო პაპავამ “გადაცემა 360” გრადუსში საუბრისას განაცხადა.

“თუ “ქართული ოცნება” დაუშვებს იმას რომ უზენაეს სასამართლოში მოხვდნენ სახელგატეხილი მოსამართლეები ამით ისინი ელექტორატს დაკარგავენ. ეს უნდა გაითვალისწინონ. ვინ ვინ სახელით ლაპარაკობს თვითონ უნდა გაარკვიონ. სახელგატეხილი მოსამართლეების მხარდაჭერა ელექტრორატს კიდევ უფრო შეამცირებს.

ის, რაც 2 დეპუტატს შორის მოხდა, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია. წარმოუდგენელია ის შეურაცხყობა, რაც ისმის ქალბატონი დეპუტატის მისამართით, ეს არ არის სწორი არანაირად არც პოლიტიკურად, არც კაცურად, ადამიანურად არაფერში არ ჯდება”,-განაცხადა ლადო პაპავამ.

შეგახსენებთ: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს დაარტყა.

ინციდენტი გედევან ფოფხაძის განცხადებას მოჰყვა, როდესაც მან ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი პოზიცია და მორალი უკვე გარკვეულია.

ამის შემდეგ ვანო ზარდიაშვილმა გედევან ფოფხაძე მიმართა: „რა მორალზე ლაპარაკობ, ბესელიას მორალი მოიკითხე შენ“. სწორედ ზარდიაშვილის ამ რეპლიკას მოჰყვა ეკა ბესელიას გაღიზიანება.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ, შესვენება გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად