პაპავა: მთავრობის ქმედება იმაზეა აწყობილი, რომ თანდათანობით მოხდეს ეკონომიკის გახსნა და ქვეყანა დიდად არ დაზარალდეს

მთავრობის ქმედება იმაზეა აწყობილი, რომ თანდათანობით მოხდეს ეკონომიკის გახსნა და ქვეყანა დიდად არ დაზარალდეს, – ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

მისი შეფასებით, როგორც მედიცინაშია მიღებული ტერმინი „პროტოკოლი“ ანუ როგორ უნდა უმკურნალონ ავადმყოფს, ასევეა ეკონომიკაშიც – არც მისე ე. წ. „პროტოკოლი“ არსებობს.

_ მთავრობამ გამოაცხადა, რომ გარკვეული შეზღუდვები მსუბუქდება. იხსნება ბათუმსა და ქუთაისში შესვლის შეზღუდვები, ხვალიდან ასევე იხსნება სამშენებლო ბიზნესი და ავტოსახელოსნო ბიზნესი. დროული გადაწყვეტილებაა იმისათვის, რომ ძლიერი ზარალი არ ნახოს ეკონომიკამ თუ კიდევ მეტი ქმედებებია საჭირო?

_ საქმე იმაში გახლავთ, რომ კორონავირუსის პანდემია არის პრაქტიკულად შეუსწავლელი. ფაქტია, რომ ჩვენ ბოლომდე არ ვიცით კორონავირუსის სამედიცინო მხარეები. პანდემია დიდ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზე და ეს ზეგავლენაც არ არის ბოლომდე ცნობილი. ასე, რომ მთელი მსოფლიო არის იმ პრობლემის წინაშე, რომელიც ბოლომდე ცნობილი არ არის. ამ შემთხვევაში ყველა სახელმწიფო მოქმედებს თავის სქემით, მეტ-ნაკლები სიფრთხილით. არიან ქვეყნები, რომლებიც უფრო ნაკლებ სიფრთხილეს იჩენენ, არიან ქვეყნები, რომლებიც მეტი სიფრთხილეს იჩენენ.

როგორც მედიცინაშია მიღებული ტერმინი „პროტოკოლი“ ანუ როგორ უნდა უმკურნალონ ავადმყოფს, ასევეა ეკონომიკაშიც – არც მისე ე. წ. „პროტოკოლი“ არსებობს. ამიტომ მთავრობის ქმედება მხოლოდ და მხოლოდ იმაზეა აწყობილი, რომ თანდათანობით მოხდეს ეკონომიკის გახსნა ისე, რომ ქვეყანა დიდად არ დაზარალდეს.

რატომ იხსნება დასავლეთ საქართველოს ორი ქალაქი და არ იხსნება თბილისი და რუსთავი? – რუსთავი არის ქვემო ქართლი, თბილისი კი მისი მომიჯნავე. ქვემო ქართლში კი ყველაზე მეტად არის გავრცელებული კორონავირუსი. როდესაც სრულად არ იცი მოვლენის არსი, სჯობს იმოქმედო სიფრთხილით. ამიტომ ვთვლი, რომ მთავრობის გადაწყვეტილება იმედის მომცემია.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად