პაპავა: ხვალ რომ ჩატარდეს არჩევნები “ოცნებას” საპარლამენტო უმრავლესობა გარანტირებული აქვს

“საკონსტიტუციო უმრავლესობა არა მაგრამ, საპარლამენტო უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” გარანტირებული აქვს”- ამის შესახებ, პროფესორმა, ლადო პაპავამ TV პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.

” თუნდაც, ხვალ რომ ტარდებოდეს არჩევნები, მე შემიძლია გითხრათ, საკონსტიტუციო უმრავლესობა არა მაგრამ, საპარლამენტო უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” გარანტირებული აქვს.

ძალიან ბევრი ფაქტორის გამო. ჯერ ერთი (“ქართული ოცნება”) უფრო ორგანიზებულია, მობილიზებულია, ეს ჭრელი ოპოზიცია ბოლომდე შეთანხმებული არ არის, შეთანხმდება თუ არა, ესაც კი საკითხავია. ვანო მერაბიშვილი თუ დაჯდება მაგიდასთან, დარჩებიან თუ არა, სხვა ოპოზიციური ძალები. საერთოდ რომელ პარტიას შეუერთდება, ან შესაძლოა, თავისი პარტია შექმნას”-ამბობს ლადო პაპავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად