პაპავა: გახარია “ოცნების” ერთ-ერთი პოპულარული ფიგურაა, მუშაობს და არც ხალხთან ურთიერთობას ერიდება

როცა ვიცე-პრემიერი არის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალბათ, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მას დაეკისრა სწორედ ამ საქმის გაძღოლა, – ასე აფასებს ექსპერტი ლადო პაპავა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად გიორგი გახარიას დანიშვნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გადაცემა “360 გრადუსში”.

„ეს ნამდვილად ამას ნიშნავს და მე მივესალმები, რადგან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული, პოპულარული ფიგურაა, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკასაც იმსახურებს და ყველას დამოკიდებულება მის მიმართ ერთნაირი არ არის. პირადად ჩემში ის ბევრად უფრო სიმპათიურად გამოიყურება. ჩანს, რომ ის მუშაობს და არც ხალხთან ურთიერთობას ერიდება“, – განაცხადა ლადო პაპავამ.

კითხვაზე, ნიშნავს, თუ არა ეს იმას, რომ გახარიას, როგორც პოლიტიკოსის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება, ლადო პაპავა პასუხობს, რომ ეს ასე იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად