პაულო დიბალას კორონავირუსი დაუდასტურდა

იუვეტუსის სუპერ ვარსკვლავს პაულო დიბალას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პაოლო დიბალა სოციალურ ქსელში წერს:

“გამარჯობა ყველას, მე მინდოდა ინფორმაცია მომეწოდებინა თქვენთვის, რომ ჩვენ მივიღეთ Covid-19-ის ტესტის შედეგები და ორივეს მე და ორიანას [პაოლო დიბალას გერლფრენდი] კორონავირუსი აღმოგვაჩნდა. საბედნიეროდ ჩვენ იდეალურ პირობებში ვართ. მადლობა თქვენი შეტყობინებისთვის”, – წერს პაულო დიბალა.

ფაქტი დაადასტურა იუვენტუსმაც. კლუბის ინფორმაციით, ფეხბურთელს სიმპტომები არ აქვს.

პაულო დიბალა იუვენტუსის მესამე ფეხბურთელია დანიელე რუგანისა და ბლეზ მატუიდის შემდეგ, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინა.

შეგახსენებთ, ეჭვი ადრეც არსებობდა, რომ დიბალას კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, რამდენიმე დღის შემდეგ მას კიდევ ჩაუტარდა ტესტი და მას საბოლოოდ დაუდგინდა COVID-19.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად