პანკისში სპეცრაზმი და საპროტესტო აქციის მონაწილეები ერთმანეთს ქვებს, ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს ესვრიან (ვიდეო)

დღეს დილიდან პანკისის ხეობაში, სოფელი ძიბახევში ადგილობრივი მოსახლეობა  მცირე ჰესების („ალაზანი ენერჯი“ და  „ფერი“  მცირე ჰესის „ხადორი – 3“-ის)  სამშენებლო სამუშაოების  განახლებას აპროტესტებს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დილით ტრაქტორის ხმაურით მიხვდნენ, რომ ჰესიის მშენებლობა დაიწყეს, რასაც დიდი ხანია აპროტესტებენ,

ადგილობრივები დილიდან იმ ადგილისკენ გაემართნენ, სადაც  ჰესის მშენებლობა განახლდა,  თუმცა გზაზე შსს-ს სპეცრაზმი დახვდათ მობილიზებული.

ადგილობრივებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს ქვები და ხელკეტები დაუშინეს, რის შემდეგ პოლიციამ მათ წინააღმდეგ, როგორ აქციის მონაწილეები აცხადებენ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე აქციის მონაწილე და  პოლიციელი დაშავდა.

მიუხედავ ამ დაპირისპირებისა, საპროტესტო აქცია არ შეწყვეტილა. პირიქით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იმ ადგილზე გადაინაცვლეს სადაც ჰესის მშენებლობა განახლდა და ხელისუფლებას მიმართეს სასწრაფოდ შეეჩერებინათ მშენებლობის პროცესი. რის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე კახა საბანაძემ, ხეობაში საპრიტესტო აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას დიალოგისკენ მოუწოდა. თუმცა, ამ წუთებში ვიტარევა დაიძაბა და სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებს, ცრემლსადენ გაზს ისვრის. ასევე, საპროტესტო აქციის მონაწილეები ისვრიან ქვებს და ხელკეტებს.

ინფორმაციას ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო ავრცელებს.

ვითარება პანკისში

Posted by პანკისის სათემო რადიო / Radio Way on კვირა, 21 აპრილი, 2019

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...