პანკისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თელავის რაიონულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებში მონაწილე, არბი ქავთარაშვილისა და რამაზ ხანგოშვილის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ორივე დაკავებული პატიმრობაში დატოვა.

დაკავებულების ადვოკატი,არბი ქავთარაშვილისა და რამაზ ხანგოშვილის მიმავალისა და მტკიცებულბებების განადგურების ნაწილში პროკურორს არ დაეთანხმა.თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებას დაკავებულების პატიმრობაში დატოვების შესახებ დაეთანხმა, ვინაიდან გვარებს შორის კონფლიქტი არ მოგვარებულა, რის გამოც მხარეებმა შესაძლოა ქისტური წესით იმოქმედონ.

პროცესზე,მკვლელობაში ბრალდებულმა არბი ქავთარაშვილმა განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებას ეთანხმება და თავს დამნაშავედ სცნობს.

მომდევნო სასამართლო სხდომა ჩაინიშნა 22 იანვარს ჩაინიშნა.
ცნობისათვის, სახელმწიფო ბრალდება,22 წლის არბი ქავთარაშვილს,37 წლის ვისური მუთოშვილის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა შენახვას ედავება.
რაც შეეხება 28 წლის რამაზ ხანგოშვილს,მის წინააღმდეგ გამოძიება, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

გვარებს შორის დაპირისპირება პანკისის ხეობაში 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად