პანკისში მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თელავის რაიონულ სასამართლოში, პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებში ბრალდებულების, არბი ქავთარაშვილის და რუსლან ხანგოშვილის წინა სასამართლ სხდომა გაიმართა.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ გაითვალისწინა ორივე მხარის შუამდგომლობა და დაკავებულები პატიმრობაში დატოვა. პროკურორის განმარტებით, პატიმრობაში დატოვების მთავარი მოტივი ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთეს უკავშირდება. დაცვის მხარემ კი განაცხადა, რომ ორ გვარს შორს არსებულ კონფლიქტის გამო დაკავებულების სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე შეექმნას.

ცნობისათვის, 22 წლის არბი ქავთარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება 37 წლის თანასოფლელის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა- შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.

რაც შეეხება 28 წლის რამაზ ხანგოშვილს, მის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

გვარებს შორის დაპირისპირება პანკისის ხეობაში გასული წლის 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა.
მომდევნო სასამართლო სხდომა 29 იანვარს ჩაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად