პანკისის მკვიდრი: არ გვინდა, საქართველოში დაძაბულობა დავუშვათ, გვინდა შეთანხმებას მივაღწიოთ

“ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ ვართ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვინდა, საქართველოში რაიმე დაძაბულობა დავუშვათ.”,-ამის შესახებ პანკისის მკვიდრმა, პანკისის ხეობაში მოსახლეობის საგანგებო თათბირის დასრულების შემდეგ განაცხადა.

” ყველაფერ ამის თავიდან ასაცილებლად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთავრობის სახელზე და საქართველოს მოსახლეობის მიმართ გავაკეთოთ განცხადება. გვინდა, რომ რაიმე შეთანხმებას მივაღწიოთ,“ – განაცხადა პანკისის მცხოვრებმა.

ცნობისთვის, პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში სათემო კრება გაიმართა. სხდომაზე სამოქმედო გეგმის განსაზღვრის შესახებ მსჯელობდნენ. ვინაიდან, 21 აპრილს პანკისის ხეობაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა.აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს ქვები და ხელკეტები დაუშინეს, რის შემდეგ პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაპირისპირების შედეგად, აქციის რამდენიმე მონაწილე და პოლიციელი დაშავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...