პანკისის ხეობის მკვიდრი: ცოცხალი თავით არ დავიშლებით, არ დავუშვებთ ჰესის მშენებლობას!

პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ, რომელიც კომპანიის ინფორმაციით დღეს დილით დაიწყო.

“მოსახლეობა აქედან ცოცხალი თავით არ დავიშლებით. 24 საათიან მსვლელობას გამოვაცხადებთ. დღე და ღამე აქ ვიქნებთ სანამ ცოცხლები ვართ. არ დავუთმობთ! ჩვენს ჯანმრთელობას არ წავართმევინებთ… ცოცხალი თავით არ დავშვებთ ჰესის მშენებლობას. არანაირი მოლაპარაკება არ გვინდა.”,-განაცხადა აქციის მონაწილემ.

ცნობისთივს, დღეს პანკისის ხეობაში კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ მცირე ჰესის „ხადორი – 3“-ის სამშენებლო სამუშაოებს იწყებენ. ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება. ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება. ჰესის წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება ჰესების მშენებლობას და არ აძლევენ კომპანის სამუშაოების დაწყების უფლებას. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...