პანკისის ხეობის მკვიდრი: წინააღმეგობის ფონზე ისევ თავისას აკეთებენ, არ გვინდა კიდევ ერთი ჰესი!

პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ, რომელიც კომპანიის ინფორმაციით დღეს დილით დაიწყო.

“გულისწყრომა გამოიწვია იმან რომ ხალხის, მთლიანი მოსახლეობის წინააღდეგობის ფონზე ისევ თავისას აკეთებენ. აქამდე კიდევ რაღაცის იმედი გვქონდა რომ მთავრობა მიაქცევდა ხალხის სურვილებს ყურადღებას. აქაურებს, პანკისელებს არ უნდათ კიდევ ერთი, მორიგე ჰესი”,-განაცხადა აქციის მონაწილემ.

ცნობისთივს, დღეს პანკისის ხეობაში კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ მცირე ჰესის „ხადორი – 3“-ის სამშენებლო სამუშაოებს იწყებენ. ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება. ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება. ჰესის წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება ჰესების მშენებლობას და არ აძლევენ კომპანის სამუშაოების დაწყების უფლებას. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...