პანკისის ხეობის მკვიდრი: ჰესი არ უნდა აშენდეს, ეს ჩაბუდებული ვეშაპია, რომელიც მსხვერპლს ითხოვს

ეს არის ჩაბუდებული ვეშაპი, რომელიც მსხვერპლს ითხოვს,”-ადგილობრივებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს ქვები და ხელკეტები დაუშინეს, რის შემდეგ პოლიციამ მათ წინააღმდეგ, როგორ აქციის მონაწილეები აცხადებენ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

“პანკისის მოსახლეობის 90%-ს არ უნდა აშენდეს დამატებითი ჰესი. ეს არის ჩაბუდებული ვეშაპი, რომელიც მსხვერპლს ითხოვს,”-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ცნობისთვის, დღეს დილიდან პანკისის ხეობაში, სოფელი ძიბახევში ადგილობრივი მოსახლეობა მცირე ჰესების („ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ მცირე ჰესის „ხადორი – 3“-ის) სამშენებლო სამუშაოების განახლებას აპროტესტებს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დილით ტრაქტორის ხმაურით მიხვდნენ, რომ ჰესიის მშენებლობა დაიწყეს, რასაც დიდი ხანია აპროტესტებენ,

ადგილობრივები დილიდან იმ ადგილისკენ გაემართნენ, სადაც ჰესის მშენებლობა განახლდა, თუმცა გზაზე შსს-ს სპეცრაზმი დახვდათ მობილიზებული.

ადგილობრივებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს ქვები და ხელკეტები დაუშინეს, რის შემდეგ პოლიციამ მათ წინააღმდეგ, როგორ აქციის მონაწილეები აცხადებენ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე აქციის მონაწილე და პოლიციელი დაშავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...