პანკისის ხეობის მკვიდრი: ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, მაგრამ ჩვენ კარგად ვაზროვნებთ

“ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, მაგრამ ჩვენ კარგად ვაზროვნებთ”,-ამ წუთებში პანკისის ხეობაში საპროტესტო აქციის მონაწილეები იმ ადგილას გადავიდნენ სადაც ჰესები უნდა აშენდეს.

“რომ მოდიოდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას ხვდებოდნენ, მათთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებს და ხალხის აზრს არ ისმენდნენ, ახლა სად არის ხელისუფლება, რა უნდა ქნას ახლა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩვენი ხალხის მისამართით, მაგრამ ჩვენ ჭკვიანები ვართ, კარგად ვაზროვნებთ და არ წამოვეგებით ამ პროვოკაციას”,-განაცხადა ადგილობრივმა ლეილა აჭიშვილმა.

ცნობისთივს, დღეს პანკისის ხეობაში კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ მცირე ჰესის „ხადორი – 3“-ის სამშენებლო სამუშაოებს იწყებენ. ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება. ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება. ჰესის წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება ჰესების მშენებლობას და არ აძლევენ კომპანის სამუშაოების დაწყების უფლებას. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...