პანკისის ხეობაში უხუცესები და ქალთა საბჭოს წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ

შეხვედრაზე პანკისის სპეცოპერაციასა და 19 წლის თელირმან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს

ასევე შემუშავდა სპეციალური მიმართვის ტექსტიც, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდება და ხეობის მოსახლეობის პოზიციას გამოხატავს.

უხუცესების თქმით,პანკისის ხეობის მოსახლეობა ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის მომხრეა, თუმცა მათივე განცხადებით,შესაძლებელი იყო სამართალდამცველთა მხრიდან მაჩალიკაშვილის აყვანის დროს შედარებით მსუბუქი მეთოდების გამოყენება.

,,ჩვენი, მოსახლეობის ინტერესია ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა, თუმცა ჩემი პირადი მოსაზრებით სპეცოპერაციის დროს მოხდა ძალის გადამეტება. სავარაუდოდ ახალგაზრდის აყვანის დროს, სპეცრაზმელს შეეშეინდა და კარის შემტვრევის დროს პირდაპირ გაისროლა. თუმცაღა, ყველა ველოდებით გამოძიების შედეგებს, რომელიც ვფიქრობთ, ობიექტურად წარიმართება.,,- განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესმა, ხასო ხანგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად