ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ერთეართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა,მასში 8 ადამიანი ცხოვრობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი და ტექნიკა.
ადგილზე სახანძრო- სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.