პანკისის ხეობაში საპროტესტო აქციის მონაწილეები იმ ადგილას გადავიდნენ, სადაც ჰესები უნდა აშენდეს

ამ წუთებში აქციის მონაწილეებმა გარღვიეს კორდონი და მიემართებიან იმ ადგილისკენ სადაც ჰესის უნდა აშენდეს.

ამავე ადგილისკენ დაიძრა სპეცრაზმიც, მიემართება პოლიციის სპეცმანქანები.

ცნობისთივს, დღეს პანკისის ხეობაში კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ მცირე ჰესის „ხადორი – 3“-ის სამშენებლო სამუშაოებს იწყებენ. ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება. ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება. ჰესის წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება ჰესების მშენებლობას და არ აძლევენ კომპანის სამუშაოების დაწყების უფლებას. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...