პანკისის ხეობაში აიუფ ბორჩაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

ოჯახის წევრები, ახლობლები და ადგილობრივები სოფელ ჯოყოლოს ცნეტრში შეიკრიბნენ და შესაბამის უწყებებს ბორჩაშვილის საქმის ხელახლა გადახედვისკენ მოუწოდეს. მათივე თქმით, გამოძიებას დაკავებულის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულბები არ გაჩნია.

“უკვე 5 წელია ჩემი შვილი უკანონოდ ზის ციხეში. მას არანაირი კავშირი არ ჰქონია ტერორიზმთან. არც კავშირი ჰქონია ახალგაზრდების სირიაში წასვლასთან. ვინც მართლა დამნაშავეა ის გარეთ დადის, 9 შვილის მამა კი ციხეშია. ბავშვები ცოდოები არიან. მამა უნდათ, ოჯახი უნდათ. მივმართავ მთაავრობას, პრეზიდენტს, პრემიერს რომ გაითვალისწინონ ჩვენი მდგომარეობა, ხელახლა შეისწავლონ საქამე და ვადაზე ადრე გამოუშვან ციხიდან.” – განაცხადა აიუფ ბორჩაშვილის დედამ, მარიამ ბორჩაშვილმა.

ცნობისათვის, აიუფ ბორჩაშვილი სამართალდამცველებმა  2015 წლის ივნისში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.

ოფიციალური ვერსიით, ბორჩაშვილი ტერორისტული დაჯგუფება, “ისლამური სახელმწიფოს” მოკავშირე იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება რამდენიმე წლის წინ სირიაში ახალგაზრდების გამგზვარება, მათ შორის ერთი არასრულოწლოვანის.

აიუფ ბორჩაშვილს 14 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად