Pandora Papers-ის შემდეგ ჩილეში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს

Pandora Papers-ის გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, რომელშიც სავარაუდო დარღვევებსა და კორუფციის ნიშნებზეა საუბარი, ჩილეს ოპოზიციამ პრეზიდენტის, სებასტიან პინიერას იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

მისი ცნობით, პინიერას ოჯახმა მადან “დომინგოში” საკუთარი წილი 2010 წელს მის ახლო მეგობარს და საქმიან პარტნიორს, კარლოს ალბერტო დელანოს მიჰყიდა. Pandora-ს დოკუმენტებში კი აღნიშნულია, რომ საგადასახადო ნაწილი შეიცავდა პუნქტს, რომლის მიხედვით ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში, მაღაროს სავარაუდო ადგილას ხელისუფლებას გარემოს დაცვის ზომები არ უნდა გაეძლიერებინა.

ჩილეს სახელმწიფო პროკურატურაში განაცხადეს, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყება. თავად პინიერა კი ბრალდებებს უარყოფს.

ცნობისთვის, მსოფლიო ლიდერების, პოლიტიკოსებისა და მილიარდერების ფარული ქონება და გარიგებები – ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ფინანსური დოკუმენტების ისტორიაში უდიდესი გაჟონვის შედეგად გახდა ცნობილი.

მილიონობით ფაილი 650 ჟურნალისტმა შეისწავლა. მასში სხვადასხვა სახელმწიფოს 30-მდე ყოფილი და მოქმედი ლიდერია და 300-ზე მეტი მაღალჩინოსანი.

კომენტარები
იტვირთება...