პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად ქართველი მეზღვაურების სამუშაო ადგილებზე როტაცია დაიწყო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოს დახმარებით კიდევ 19 მეზღვაური გაფრინდა ამსტერდამში გემზე სამუშაოს გასაგრძელებლად. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კერძო სექტორის: საკრუინგო და გემთმფლობელი კომპანიების ჩართულობით ქართველი მეზღვაურების რეპატრიაციისა და გემზე შეცვლის პროცესი გრძელდება.

„დღეს რამოდენიმე კომპანიაში: “ელ-ვიქტორი”-ში, “კოლუმბია შიფ მენეჯმენტ”- სა და ლატვიის სანაოსნო კომპანიაში დასაქმებული, სულ 19 მეზღვაური გავამგზავრეთ ამსტერდამში სხვადასხვა გემზე როტაციისთვის. დღესვე სამშობლოში დაბრუნდება 4 ქართველი მეზღვაური“,-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე, 13 მაისს, ბათუმის პორტში „კოლუმბია შიფ მენეჯმენტის“ კუთვნილ გემზე 6 ქართველი მეზღვაურის როტაცია განხორციელდა.
❗️ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით გემი Cape Bacton, რომელიც ბათუმის პორტში სპეციალურად მეზღვაურების დასაბრუნებლად შემოვიდა, სრულად გათავისუფლდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საფასურების გადახდის ვალდებულებისგან.
„საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის საპასუხო ნაბიჯების გადადგმა და მეზღვაურებისათვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად რეგულაციების ადაპტირება. ამ ეტაპზე მეზღვაურების რეპატრიაციის პარალელურად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან ერთად აქტიურად მუშაობს გემზე ეკიპაჟის ქართველი წევრების როტაციის მიმართულებით,“-აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად