პანდემიის პერიოდში, რუსთავის მერიამ ოთხი სხვადასხვა სოციალური პროგრამა განახორციელა

სოციალური პროექტები, რომლებიც პანდემიის პირველივე დღეებიდან ამოქმედდა რუსთავში, დღემდე გრძელდება. ქალაქის მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის მიხედვით, სოციალურ პროგრამას რუსთავის მერია სამი სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. პროდუქტების კალათა, მედიკამენტები და ჩვილ ბავშვთა კვება.

მერიის ქოლ ცენტრში ყოელდრიურად 8 ოპერატორი მუშაობს და დღე-ღამეში დაახლოებით 500 ბენეფიციარს პასუხობს. ყოველდღიურად, მერიის თანამშრომლები და მოხალისეები დაახლოებით 300 ოჯახს უწევენ მომსახურებას. პროდუქტების განაწილების პროცესს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პირადად ესწრება.

,,მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვით ყოველდღიურად ხდებოდა მოსახლეობის საჭიროებების გაანალიზება, შესაბამისად გაჩნდა პროგრამები, როგორც საკვები პროდუტით, ისე მედიკამენტებით და ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის. ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ინტერნეტის პრობლემაც. დისტანციური სწავლის პროცესში, ხელი რომ არ შეშლოდათ ბავშვებს, ეს პროგრამაც ავამუშავეთ. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ზარები ცხელ ხაზზე კლებულობს. ვფიქრობთ, რომ მაისის ბოლომდე შევინარჩუნებთ ამ პროგრამებს და მაქსიმალურ აქცენტს გავაკეთებთ მოსახლეობის იმ ნაწილზე, ვისაც დახმარება ამ ეტაპზეც სჭირდება“ -განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

მარტის შუა რიცხვებიდან დღემდე, ქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალური პროექტები 20000 -ზე მეტ რუსთაველ ოჯახს შეეხო. პროდუქტის კალათა 18 757 ბენეფიციართან, მედიკამენტები 1200 , ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტი, კი 150 -ზე მეტ ოჯახშია მიტანილი. ამოქმედბულია კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერნეტის საფასურის დაფარვას გულისხმობს და პირველ ეტაპზე, მერის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული ეს დახმარება, 600-ზე მეტ რუსთაველ ბავშვს შეეხება. პროგრამები მერიის სარეზერვო ფონდიდან და კერძო შემოწირულობებიდან ფინანსდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად