პანდემიის გამო, კორპორაცია Boeing, 2 500 თანამშრომელს უხელფასო შვებულებაში გაუშვებს

ამ კვირაში, კორპორაცია Boeing, დაახლოებით 2.5 ათასი თანამშრომელს ნებაყოფლობით უხელფასო შვებულებაში გაუშვებს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.

გაზეთის ცნობით, გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიამ შესაძლოა 29 მაისს გამოაცხადოს, განპირობებულია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საჰაერო მიმოსვლის ვარდნით. აღნიშნული პირველ რიგში შეეხება სიეტლის თანამშრომლებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ თვეში კორპორაციამ განაცხადა, რომ ავსტრალიაში, მელბურნის შტატში, 230 თანამშრომლის უხელფასო შვებულებაში გაშვებას გეგმავს.

29 აპრილს, კორპორაციის ხელმძღვანელმა დევიდ კალჰუნმა განაცხადა, რომ პანდემიამ ძლიერი უარყოფითი გავლენა მოახდინა ავიაკომპანიის ინდუსტრიაზე და, შესაბამისად, კომპანია იძულებულია, შეამციროს თვითმფრინავების ზოგიერთი მოდელის წარმოება. ამან კი, კომპანიის მენეჯმენტი აიძულა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თანამშრომლების 10%-ით შემცირება.ჰ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად