“პანამის დოკუმენტებში” ცნობილი მსახიობის ემა უოტსონის სახელიც მოხვდა

"პანამის დოკუმენტებში" მსახიობ ემა უოტსონის სახელიც ფიგურირებს, რომელმაც პოპულარობა "ჰარი პოტერის" ფილმებში პერსონაჟ ჰერმიონა გრეინჯერის შესრულებით მოიპოვა, – აღნიშნულის შესახებ The Independent წერს.

26 წლის მსახიობისა და მოდელის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ უოტსონმა ოფშორული კომპანია შექმნა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ უოტსონი არც საგადასახადო და არც რაიმე სხვა სახის მოგებას არ ღებულობს. მისი თქმით, მსახიობი ოფშორს კონფიდენციალობის მიზნით იყენებს.

"ემამ, როგორც სხვა ბევრმა ცნობილმა ადამიანმა, ოფშორული კომპანია შექმნა, რომლის ერთადერთ მიზანს საკუთარი ანონიმურობისა და უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. ბრიტანული კომპანიები ვალდებულია, თავისი აქციონერების შესახებ ინფორმაცია ღიად გამოაქვეყნოს, შედეგად ისინი ანონიმურობას ვერ უზრუნველყოფენ, რაც აუცილებელია პირადი უსაფრთხოებისათვის.

ოფშორული კომპანიები კი თავისი აქცონერების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროვებს. ემა ამ ოფშორული კომპანიისგან არანაირ საგადასახდო თუ ფინანსურ მოგებას არ იღებს", – აღნიშნავს მსხიობის წარმომადგენელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...