პაკისტანში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა (ვიდეო)

ისლამაბადში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ადგილზე მუშაობენ სამხედროები და პოლიცია. დაღუპულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

პაკისტანის ტელემაუწყებლობა Geo News აცხადებს, რომ ჩამოვარდნილია გამანადგურებელი F-16. კატასტროფის შემდეგ მას ცეცხლი წაეკიდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეკიპაჟი, მოახლოებული ეროვნული დღესასწაულისთვის ვარჯიშობდა და მანევრებს ასრულდება.

როგორც ქვეყნის წარმომადგენელმა BBC-ის განუცხადა, ახლა დაღუპულების დადგენის პროცესი მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად