პაკისტანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – ბორტზე 107 ადამიანი იმყოფებოდა

ცოტა ხნის წინ, პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების Airbus A320, ქალაქ ყარაჩის მახლობლად (სინდას პროვინცია) ჩამოვარდა. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ბორტზე იმყოფებოდა 107 ადამიანი.

ამავდროულად, ვრცელდება სხვა ინფორმაციაც, რომლის თანახმად, ბორტზე ეკიპაჟის შვიდი წევრი და 91 მგზავრი იმყოფებოდა.

აღნიშნულია, რომ თვითმფრინავი ყარაჩის აეროპორტში პენჯაბის პროვინციის ქალაქ ლაჰორადან მიმემგზავრებოდა.

ავიაკატასტროფის ადგილზე მობილიზებყლია სამხედროები და სამაშველოები. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად