პაკისტანში სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, დაღუპულია 46 ადამიანი

პაკისტანში, პენჯაბის პროვინციის აღმოსავლეთით, სამგზავრო მატარებელში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელიც ეკონომ კლასის სამ ვაგონზე გავრცელდა. როგორც გამოცემა Dawn-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ინციდენტის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა.

თუმცა, გამოცემა Jang-ი 46 დაღუპულის შესახებ იუწყება. მოგვიანებით, დაღუპულთა ეს რაოდენობა ხელისუფლებამ დაადასტურა.

წინასწარი მონაცემებით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ბუნებრივი აირის ღუმელის აფეთქება გახდა, რომელსაც მგზავრები სასაუზმოდ უკანონოდ იყენებდნენ.

რკინიგზის მინისტრის შეიხ რაშიდის თქმით, ხალხი ფანჯრებიდან გადახტა, რათა თავი გადაერჩინა. დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

ხანძარი იმ მატარებელში გაჩნდა, რომელიც ყარაჩიდან რავალპინდიუში მიემგზავრებოდა. შეიხ რაშიდმა პირობა დადო, რომ რკინიგზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა ორი საათის განმავლობაში აღდგება.

პაკისტანის პრემიერმინისტრმა იმან ხანმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და დაზარალებულების დახმარების ბრძანება გასცა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად