პაკისტანში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა

პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავ Airbus A320-ის ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა კარაჩის რეგიონში 97-მდე გაიზარდა.

აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა 92 დაღუპულის შესახებ.

გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, დაღუპულები ყველანი თვითმფრინავის მგზავრები არიან, თუ მათ შორის არიან იმ სახლების მაცხოვრებლებიც, რომლებზეც თვითმფრინავი დაეცა. ავარიის ადგილას 11 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავიდან მინიმუმ ორი მგზავრი გადარჩა, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, “პაკისტან საერთაშორისო ავიახაზების” წარმომადგენლის მოხსენებით, თვითმფრინავში 99 ადამიანი იმყოფებოდა: 91 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი. მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორტზე იმყოფებოდა 51 კაცი, 31 ქალი და ცხრა არასრულწლოვანი, ასევე ეკიპაჟის შვიდი წევრი.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ყარაჩიდან ქალაქ ლაჰორეში მიფრინავდა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი შესაძლოა ტექნიკური გაუმართაობა, ან ფრინველებთან შეჯახება ყოფილიყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად