პაკისტანმა ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადა

პაკისტანმა Shaheen I-ის საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სტრატეგიული ძალების სარდლობა ავრცელებს.

12-მეტრიან რაკეტას შესაძლოა ბირთვული პოტენციალიც ჰქონდეს. Shaheen I-ის სიჩქარე 750 კმ/სთ შეადგენს.

”რაკეტა არმიის სტრატეგიული ძალების სარდლობის ოპერატიული მზადყოფნის შესამოწმებლად გამოვცადეთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად